აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლიდია მეგრელიძე (1883-1968)

მწერალი 1905-1917წწ. ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას; იცავდა ადამიანთა, უმეტესად ქალთა უფლებებს; დაარსა საკვირაო სკოლა წერა–კითხვის უცოდინართათვის და საღამოს კურსები მცირეწლოვან ნოქრებისათვის; 1910 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "გაზაფხული" ჟურნალ "ნაკადულში"; 1925-1927წწ. პირველად გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული; გარდა მხატვრული ლიტერატურისა, წერდა მრავალ წერილებს მუშების ცხოვრებაზე და სხვა წვრილმან საჭირბოროტო საკითხებზე; ავტორია წიგნებისა: "მზია და ფისო"(1939, საბავშვო პოემა), "მარგალიტის მძივები"(1941, ლექსთა კრებული), "დარღვეული ოჯახი"(1941, მოთხრობა), "ბაბუა და ლელა"(1949, მოთხრობა), "მშობლიურ ცის ქვეშ"(1952). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.