აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სოფრომ მგალობლიშვილი (1851-1925)

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. მშობლიურ ქალაქში მუშაობდა რუსული და ქართული ენების მასწავლებლად. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, სოფრომ მგალობლიშვილი გორში ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-რევოლუციურ მოღვაწეობას. სოფრომ მგალობლიშვილი ფოთშია, სადაც ერთხანს მუშაობდა საეპარქიო სამმართველოში, ხოლო 1897 წელს გადმოდის თბილისში და იწყებს სამსახურს სინოდის კანტორაში. 1910 წელს დაითხოვეს სინოდიდან და ამის შემდეგ იგი მთლიანად ებმება საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში. მწერლობა სოფრომმა ჯერ კიდევ სემინარიაში დაიწყო. თანამშრომლობდა „დროებასა“ და „მნათობში“, სადაც ბეჭდავდა როგორც ორიგინალურ ნაწარმოებებს, ასევე თარგმნებსაც. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.