აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსი მირიანაშვილი (1860-1925)

პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1900-1923 წლებში თბილისის კომერციული სასწავლებლის პედაგოგია. სამწერლო ასპარეზზე 1879 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ ორგანოებში: „ივერია“, „თეატრი“, „დროება“, „იმედი“, „ნობათი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „მოამბე“, „ცნობის ფურცელი“, „სახალხო გაზეთი„“, თემი“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვანი. იგი იყო ბავშვების საყვარელი მწერალი. ა. მირიანაშვილის „იგავ-არაკების კრებული“ თავის დროზე პოპულარობით სარგებლობდა. სულ მას გამოცემული აქვს შვიდი წიგნი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.