აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალოიზ მიზანდარი (1838-1912)

პიანისტ-ვირტუოზი, კომპოზიტორი და პედაგოგი. პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი (რომანსი „ჩვენ დავშორდით“ 1863 წ.), საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, პირველი სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების საპატიო წევრი. 1874 წელს თბილისში დააარსა სამუსიკო სკოლა, რომელიც 1886 წელს სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა. პეტერბურგში სწავლისას და ევროპაში გასტროლების დროს (პარიზი, ვენა 1865-1867) ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩაიკოვსკისთან, რუბინშტეინთან, ბალაკირევთან, ლისტთან, როსინისთან, ბრამსთან, გუნოსთან, ვერდისთან და სხვ. გადმოცემის თანახმად, მიზანდარი და ლისტი ხშირად უკრავდნენ ოთხ ხელში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.