აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვანო მურადელი (1908-1970)

კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს (11 აპრილი, 1968) და სსრკ (19 სექტემბერი, 1968) სახალხო არტისტი. 1929–1932 მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში. 1934 გადავიდა მოსკოვში. 1939–1948 იყო საკავშირო მუსფონდის თავმჯდომარე. 1942–1944 იყო სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ცენტრალური ანსამბლის ხელმძღვანელი. 1959–1970 იყო კომპოზიტორთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1960–1970 იყო რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. 1968–1970 საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის პანტეონში.