აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სერგო ევლახიშვილი (1872-1946)

მომღერალი, მსახიობი. 1896 წლიდან სწავლის კურსი გააგრძელა მილანში, ამავე წლიდან გამოდიოდა მილანის საოპერო სცენაზე, დებიუტი შედგა 1897 წელს ვალენტინის პარტიით(გუნო "ფაუსტი"); 1897-1898წწ. ფსევდონიმით ბრიუნეტი გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე(ბარიტონი); XIX საუკუნი 90-იან წლებში გამოდიოდა: პერმი, ყაზანი, ხარკოვი, ოდესა, მოსკოვი, პეტერბურგი; თბილისის საოპერო სცენაზე გამოდიოდა ექვსი სეზონი; 1910 წელს საკონცერტო ტურნე გამართა იუჟინთან ერთად; 1911-1914წწ. სათავეში ედგა თბილისის "საოპერო ამხანაგობას"; 1913-1918წწ. იყო ანტრეპრენიორი; 1918-1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; დაკრძალულია მოსკოვში, ოსტანკინოს სასაფლაოზე.