აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე მეღვინეთუხუცესი (1891-1972)

კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946). 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია. დაამთავრა ასევე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჯერ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, შემდეგ იწყებს მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში, 1932 წლიდან პროფესორია. 1943 წელს აირჩიეს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მუსიკის კათედრის გამგედ და კითხულობდა ლექციებს მუსიკის ისტორიაში. პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.