აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკო სულხანიშვილი (1871-1919)

კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი. 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1890–1900წწ. მუშაობდა თელავის სასულიერო სემინარიაში სიმღერის მასაწავლებლად იქვე შეადგინა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი; 1886 წლით თარიღდება პირველი საკომპოზიციო ცდები; ამ პერიოდში შექმნა ცნობილი სიმღერა "ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად"; 1912–1914წწ. იმოგზაურა კახეთში და ჩაიწერა ხალხური სიმღერები; 1918 წელს ხელმძღვანელობდა ფასიან გუნდს; 1919 წელს ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას; მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები შექმნა; ზ. ფალიაშვილთან ერთად გზა გაუკაფა ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებას; დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.