აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ანდრია ყარაშვილი (1857-1925)

კომპოზიტორი, პედაგოგი. 1873 წელს განათლების მისაღებად გაემგზავრა იტალიაში. 1877 წელს სწავლა განაგრძო კონსტანტინეპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად ეუფლებოდა ორღანზე დაკვრას და კოპოზიციას. 1878 წელს ჩავიდა პეტერბურგში და ჩაირიცხა კონსერვატორიის სავიოლინო კლასში. 1881 წელს დატოვა პეტერბურგი და ვარშავაში გაემგზავრა. აქ იგი შევიდა კონსერვატორიაში  რომელიც  დაამთავრა 1885 წელს და იქვე დატოვეს პროფესორის ასისტენტად. ვარშავაში დაიწყო შემოქმედებითი, საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა.  კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს ჩაფიქრებული ჰქონდა დაეწერა ოპერა „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ არ დასცალდა — შემორჩენილია ნაწყვეტები ამ დაუმთავრებელი ოპერიდან. იგი იყო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.