აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსი ფარცხალაძე (1897-1972)

კომპოზიტორი, პედაგოგი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს. 1911 წელს დაიწყო მუსიკალური მოღვაწეობა; ჩამოაყალიბა მოსწავლეთა სიმებიანი ორკესტრი; მრავალი წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ასწავლიდა სიმღერას; 1930 წლიდან ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა თეორიულ საგნებს, 1930–1936წწ. იყო სასწავლო ნაწილის გამგე, 1936–1959წწ. სასწავლებლის დირექტორი; შექმნილი აქვს: ოპერა "მაია"(1926), "აჭარული სიუიტა"(1936), "ორი აჭარული ცეკვა"(1936, 1937 სიმფონიური ორკესტრისათვის), სიმებიანი კვარტეტი, სიმღერები, მარშები, ინსტრუმენტული პიესები, მუსიკა სპექტაკლებისათვის; 1936 წელს გამოსცა აჭარული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების კრებული. დაკრძლულია საბურთლოს პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მისი შვილი, კომპოზიტორი მერაბ ფარცხალაძე.