აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ კოკელაძე (1904-1988)

კომპოზიტორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1928 წელს დაიწყო მუსიკალურ–პედაგოგიური მოღვაწეობა; სხვადასხვა დროს მუშაობდა მუსიკალურ დაწესებულებებსა და მხატვრულ კოლექტივებში; 1937–1943წწ. და 1945 წლიდან იყო ხალხური შემოქმედების სახლის(ახლანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) დირექტორი; 1941-48წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1954–1955წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მას ჩაწერილი და ნოტებზე გადატანილი აქვს ასობით ქართული ხალხური სიმღერა, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.