აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი გამრეკელი (1894-943)

სცენოგრაფი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1911–1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ მხატვრის კურსებზე. 1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. განსაკუთრებით ნაყოფიერი და ნოვატორული გამოდგა სანდრო ახმეტელთან ურთიერთობა. ირაკლი გამრეკელმა გააფორმა აღიარებული სპექტაკლები: სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.