აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი გუნია (1938-2001)

საქართველოს სახალხო მხატვარი დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს. 1970-1982წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1980-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მთავარ მხატვრად; 1987-1996წწ. მხატვართა კავშირის გამგეობის პირველ მდივნად; 1990 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში; 1992 წელს ამავე უნივერსიტეტში დაარსა თეატრალურ–დეკორაციული ფაკულტეტი; ეწეოდა აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას; აქვეყნებდა ქართული სცენოგრაფიის სკოლისადმი მიძღვნილ სტატიებს, აფორმებდა გამოფენებს და სადღესასწაულო კონცერტებს; 1964 წლიდან გააფორმა 70–ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრებში დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.