აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჰასან ჰელიმიში (1907-1976)

ლაზი მხატვარი, პოეტი. დაიბადა თურქეთის ლაზეთის სოფელ ორთახოფაში. იქვე დაამთავრა პირველი საფეხურის თურქული საშუალო სკოლა. 1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა. 1949-1954 წლებში, როგორც არასანდო, "საეჭვო" პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი). 1961-1967 წლებში პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა. ჰასან ჰელიმიში გარდაიცვალა 1976 წლის 2 მარტს. დასაფლავებულია საქართველოში, სოფელ სარფში.