აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით (დუდე) ძნელაძე (1889-1971)

რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943). სწავლობდა თბილისის რეალურ, ხოლო შემდეგ მოსკოვში, კომერციულ სასწავლებელში. 1913 წელს დაბრუნდა სამშობლოში და წარმართა ხაშურის სცენისმოყვარეთაა წრის მუშაობა, როგორც მსახიობმა და რეჟისორმა. შემდეგ მისი მოღვაწეობის ასპარეზია ქუტაისი, თბილისი, აჭარა და კვლავ ხაშური.  1927 წელს დ. ძნელაძე მიავლინეს სოხუმში, სადაც დააარსა ქართული თეატრი. მალე იგი კოტე მარჯანიშვილმა ქუთაისის თეატრში ჩამოიყვანა მსახიობად. პარალელურად მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში.  დ. ძნელაძე თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი 18 წლის მანძილზე იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შემდეგ მოღვაწეობდა საქართველოს ფილარმონიაში დაშეთავსებით ეკავა თეატრალური საზოგადოების თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა.  დადგა 50-მდე სპექტაკლი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.