აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილო მოსაშვილი (1896-1957)

მწერალი. სწავლობდა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1914 წელს იურიდიული განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადავიდა ხარკოვში და იქ განაგრძო სწავლა ამავე ფაკულტეტზე. ქართულ მწერლობაში ყმაწვილი ლექსებით შემოვიდა. 1911 წელს გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ხოლო აქტიური ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1920 წლიდან. ილო მოსაშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მშვიდობის დაცვის საქართველოს კომიტეტს. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.