აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლალიონი (არსენ მამულაიშვილი) (1866-1918)

პედაგოგი და მწერალი, მესამე დასის წევრი. 1883 წელს დაამთავრა სასწავლებელი და შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში. 1898 წელს დანიშნული იქნა ქალაქ შემახის სკოლის მასწავლებლად, ხოლო იქიდან გადაიყვანეს ქალაქ ნახიჩევანში. გურიაში ყოფნისას იგი სწავლობდა და აკვირდებოდა გურულების ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს, ყველაფერი ეს, შემდეგ ასახა მან თავის ნაწარმოებებში. 1897 წელს გადავიდა თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად, ხოლო 1900 წლიდან დააარსა კერძო სასწავლებელი, რომელიც 1903 წელს დახურეს. 1906 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვერის უმაღლესი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. გარდაიცვალა 1918 წლის 17 სექტემბერს.