აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ნადირაძე (1902-1960)

კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. კარგად იცნობდა დასავლეთ ევროპულ ლიტერატურას, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიას, მუსიკას და თეატრალურ ხელოვნებას. 1937 წელს გამოქვეყნდა გ. ნადირაძის პირველი მონოგრაფია. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსთაველის შემოქმედების კვლევის საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომი „რუსთაველის ესთეტიკა“, რისთვისაც ავტორს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მეცნიერი სიკვდილამდე სათავეში ედგა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და ისტორიის კათედრას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.