აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნინო ნაკაშიძე (1872-1963)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი და პეტერბურგის ქალთა კურსებზე ისმენდა ლექციებს. 1892 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშიძე და 1894 წელს დაქორწინდა მასზე. 1902 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „იმედი“ ჟურნალ „კვალში“. მეუღლესთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. იქ 1903 წლამდე მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნაწარმოებები „ძიძა“, „შობა“, „დამნაშავე“. 1904 წელს მარიამ დემურიამ და ნინო ნაკაშიძემ საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა ითავეს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, რომელსაც გურიაში აჯანყება და რესპუბლიკის გამოცხადება მოყვა. ამის გამო დაიჭირეს და გადასაახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1910 წლიდან,  1928 წლამდე რედაქტორობდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“, აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშიძე