აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოსებ ნონეშვილი (1918-1980)

პოეტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წელს ჟურნალ „ჩვენს თაობაში“. 1940 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნალ „დილას“, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“, არჩეული იყო მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ. 1966 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად, მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1973 წლიდან მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე. 1981 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.