აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვალენტინ თოფურიძე (1908-1980)

მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. საშუალო სკოლა სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს ჩამოვიდა თბილისში და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჩაება აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებაში და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია შრომა. სამამულო ომის გამარჯვებას მიუძღვნა ერთ-ერთი ნამუშევარი — ჭიათურის თეატრის ფასადზე ქალის ალეგორიული ფიგურა „გამარჯვება“, რისთვისაც 1949 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1955 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად განისვენებს მისი შვილი - მოქანდაკე არჩილ თოფურიძე (1938-2011)