აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ სანიშვილი (1902-1995)

რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1964). 1921–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო–მექანიკურ ფაკულტეტზე, 1923 წელს სწავლობდა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ კინომსახიბოთა სკოლაში. მან 1931 წელს დამოუკიდებლად გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ნავთობის ხუთწლედის ბოლშევიკები“. 1933 წელს გადაიღო ფილმი „უდაბნო“. 1960 წელს სლოვაკ კინემატოგრაფისტებთან ერთად გადაიღო ფილმი — "შეწყვეტილი სიმღერა“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.