აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

არტემ ერქომაიშვილი (1887-1967)

თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951). 1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, გაუშვეს სენაკის მაზრაში სიმღერა-გალობის სასწავლებლად. იქ ერქომაიშვილი დადიოდა სოფელ-სოფელ და ერთ სოფელში სამიდან ექვს თვემდე რჩებოდა. 1927 წელს არტემ ერქომაიშვილმა ქუთაისში ჩატარებულ I რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ბათუმის გუნდი გაიყვანა. ჟიურიმ გუნდს I ადგილი და უმაღლესი ჯილდო მიაკუთვნა. 1929 წელს გუნდი მიიწვიეს ლენინგრადში, მოსკოვსა და ხარკოვში. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე და ინახება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფინოგრამარქივში. 1966 წელს მან, როგორც საეკლესიო საგალობლების უკანასკნელმა მცოდნემ, კონსერვატორიაში 200-მდე საგალობელი ჩაწერა. ჩანაწერები დაცულია კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორატორიაში. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ მაკვანეთში.