აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვლადიმერ ერქომაიშვილი (1895-1982)

მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951). 1923 წელს მიიწვიეს აჭარის სახელმწიფო კაპელაში მომღერლად და ხალხური სიმღერების მასწავლებლად. 1937-1950 წლებში ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი 1955 წელს, რესპუბლიკურ ფესტივალზე, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, 1956 წელს კი მეექვსე მსოფლიო ფესტივალის საპატიო სიგელი დაიმსახურა. 1977 წელს ამავე ანსამბლმა ხალხური სიმღერის საკავშირო ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომე ხელმძღვანელობდა ანსამბლ „ელესას". დაკრძალულია ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში.