აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვარლამ სიმონიშვილი (1884-1950)

მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1901 წლიდან ვარლამ სიმონიშვილი ფილიმონ ქორიძესთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა. პირველი გუნდი 1903 წელს ჩამოაყალიბა. 20-იანი წლებიდან სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს. 1927 და 1935 წლებში წარმატებით გამოვიდა კონცერტებზე მოსკოვში. 1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაკრძალულია შემოქმედის მონასტრის ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა შოთა ერქომაიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას