აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ ანდღულაძე (1927-2013)

მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1965), ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954). 1950 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1963 წელს - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1961-1962 წლებში სტაჟიორად მიავლინეს მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში" (პედაგოგი ჯ. ბარა). ანდღულაძე 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, 1981 წლიდან - პროფესორი, 1974 წლიდან - სოლო სიმღერის კათედრის გამგე. ანდღულაძე ავტორია მეცნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1958). ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია (1977). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.