აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოტია პაჭკორია (1928-1984)

კრიტიკოსი და ესეისტი. თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როცა მისი და მისი მეგობრების პატრიოტული შემართება დანაშაულად შეფასდა მავანთა მიერ და ჭაბუკები შორეთს გაუყენეს. ოტიას გზა სამშობლოსაკე 8 წელი გრძელდებოდა და მხოლოდ 1956 წელს დაუბრუნდა იგი მშობლიურ უნივერსიტეტს და ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს დაამთავრა. ოტია პაჭკორია ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა „ცისკარსა“ და „მნათობში“, მას ჰქონდა დაწერილი ნარკვევები: სერვანტესის, სტენდალის, ვაჟას, პუშკინის, ტოლსტოისა და სხვათა შემოქმედებაზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.