აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იპოლიტე ვართაგავა (1872-1967)

კრიტიკოსი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1946). 1899 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარსხი. 1899-1907 წლებში მსახურობდა ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქალაქ სიმფეროპოლში. 1907-1918 წლებში იყო ტფილისის სასულიერო სემინარიაში რუსული ენის მასწავლებლად; 1930 წელს მიიწვიეს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში სტილის კორექტორად; ამავე წელს დანიშნეს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ; 1936 წელს ქალაქ სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად; 1937 წლიდან ქალაქ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად; ამავე დროს იყო გორის 1 და 4 საშუალო სკოლებში ქართული ლიტერატურის მასწავლებელი. 1939-1946 წლებში იყო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.