აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ამირან კალაძე (1945-1995)

ესტონური ენისა და ლიტერატურის მთარგმნელი, მწერალი. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი. დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფ ეწერში 1945 წლის 3 მაისს. ესტონეთში სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ დარჩა ტალინში, სადაც ოჯახიც შექმნა. იყო ზვიადის და მერაბის თანამებრძოლი. დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. 1995 წელს ამირან კალაძე შეეწირა მის პოლიტიკურ მრწამს. მედრიონელებმა ის ცივ მდინარეში დგომით დასაჯეს დამალევე გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ეწერში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ფოთოლა კალაძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას. ასევე ფოტო აღებულია გვერდიდან: სამტრედია-ცნობილი სამტრედიელები.