აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასო გოძიაშვილი (1905-1976)

თეატრისა და კინოს მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი 1922-1924 წლებში სწავლობდა დრამატურგიულ სტუდიაში აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924 წლიდან იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1930 წლიდან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. გამოდიოდა ესტრადაზე იყო პირველი საკავშირო ესტრადის კონკურსის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.