აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970)

მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1957), პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გახდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. აქ იგი იწყებს ფიგურების ძერწვას. სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე და ნიჭიერი თვითნასწავლი მოქანდაკე პეტერბურგს მიავლინეს სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად.  წარჩინებით დაამთავრა აკადემია და 1926 წელს სამშობლში დაბრუნდა. აქ იგი მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.