აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე კავალერიძე (1887-1978)

დრამატურგი, მოქანდაკე, რეჟისორი, სცენარისტი, უკრაინაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი. დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი. 1909-1910წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო პარიზში; 1934-1941წწ. კიევის კინოსტუდიის "УкраинФильм", 1944 წლიდან კიევის არქიტექტორთა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საკუთარი ფილმების სცენარისტი და მხატვარი;"იუნესკომ" მას "უკრაინელი მიქელანჯელო" უწოდა; 1920-იან წლებში დაიწყო ექსპერიმენტები კინემატოგრაფიაში; ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მსახიობების გამოსახულებაზე პროფესიული საოპერო მომღერლების ხმის დადების ხერხი, ამ ხერხით შემდეგ მთელ მსოფლიოში მრავალი ფილმი-ოპერა შეიქმნა; დაკრძალულია ბაიკოვოს მემორიალურ სასაფლაოზე, კიევი