აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გურამ კორძახია (1923-1970)

მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევარმა „ვლ. მაიაკოვსკიმ“ ავტორს საყოველთაო აღიარება მოუპოვა, და არა მარტო საქართველოში ეს ძეგლი დაიდგა მოსკოვში პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში, ხოლო მოგვიანებით მისივე ასლი აღიმართა თბილისში, დიღმის მასივში. 1954 წლიდან ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1966 წლიდან სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, დაჯილდოვებული იყო წითელი დროშისა და დიდების ორდენებით, მედლით „მამაცობისათვის“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.