აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ლეჟავა (1925-2011)

საქართველოს სახალხო მხატვარი. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1952-­55 წლებში იყო ჟურნალ "მეცნიერება და ტექნიკის" რედაქტორი, 1955­-58 წლებში "დროშის" რედაქტორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1958 წლიდან გრაფიკული დიაზაინის პროფესორია. იყო სამრეწველო გრაფიკის კათედრის გამგე. 1958­62 წლებში საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1962 წლიდან 1970 წლამდე კი მხატვართა კავშირის თავმჯდომარეა. იყო ასსრკ მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი და მდივანი 1965­72 წლებში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.