აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოთარ კობერიძე (1924-2015)

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 1943 – 1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950–1956 წლებში სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო 1959–1964 წლებში მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” მსახიობად და რეჟისორად. 1954 წელს მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, 1958 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1967 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1981 წელს აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდებები. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1941 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში