აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასილ ყუშიტაშვილი (1894-1962)

რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პარალელურად დრამატულ სტუდიაში, 1918 წელს თბილისში შედგა მისი დებიუტი ქართულ პროფესიულ სცენაზე. 1919-1933 წლებში მოღვაწეობდა საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო ანტუანის თეატრის რეჟისორი. 1921 წელს შ. დიულენთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სახელგანთქმულ ფრანგულ თეატრს „ატელიეს“. ყუშიტაშვილი სპექტაკლებს დგამს პარიზის ცნობილ თეატრებში. ნიუ-იორკში განახორციელა ოფენბახის „დიდი ჰერცოგინია“, სამშობლოში 1933 წელს დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 25 წელი დაჰყო.პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა თეატრებს ზუგდიდში, გორში, ქუთაისში. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.