აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პეტრე (პიერ) კობახიძე (1906-1963)

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1924 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას სტუდია და ჩარიცხეს რუსთაველის სახელობის თეატრში, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდეგ რეჟისორმა თავის მიერ შექმნილ თეატრში მიიწვია და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. სცენაზე პიერ კობახიძემ შექმნა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გმირების გალერეა. პიერ კობახიძე ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს რადიოში — იყო პირველი სპორტული კომენტატორი; დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.