აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ვადაჭკორია (1961-2018)

ილუზიონისტი, ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელი საქართველოში. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბისა და ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ღირსების ორდენის კავალერი. 1981-1991 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის ორიგინალური ჟანრის მსახიობ - ილუზიონისტი. მან პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა საქართველოში საილუზიო ხელოვნების კულტურა. 1991 წლიდან არის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის კონსულტანტი. 1992 წელს თბილისში შექმნა საილუზიო შოუ-სპექტაკლი "მაგიური შოუ". გასტროლებზე იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი, რომლებიც ეძღვნება საილუზიო ხელოვნების შესწავლას. არის მრავალი ფოკუსის ავტორი და ახალგაზრდა, დამწყებ ილუზიონისტთა აღმზრდელი. 1988 წელს ილუზიონისტთა ფესტივალ კონკურსში "ჯადოსნური აღლუმი-88", საერთო მაგიაში პირველი ადგილი მოიპოვა; 2007 წელს შეიქმნა დსთ-ის ქვეყნებში პირველი საფოსტო მარკა "ქართული საილუზიო ხელოვნება" ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა - მიმი ვადაჭკორიამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას...