აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლეო ჩიქავა (1928-2015)

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1955–1969წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, 1974–1983წწ. პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1969–1974წწ. უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1983–1990წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის დიტექტორის მოადგილე; 1990–2006წწ. დემოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი; 1997 წლიდან არის პ. გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; 1999 წლიდან სახელმწიფო სამსახურის მართვის, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის უფროსი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მედეა ჩიქავამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.