აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გერონტი ქიქოძე (1886-1960)

მწერალი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და 1903 წელს გაემგზავრა ევროპაში. სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1915 წელს დაამთავრა. მემარცხენე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობისათვის ქიქოძე რამდენიმეჯერ დააპატიმრეს საქართველოში (1905, 1910). ავტორია კვლევების, სტატიებისა ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე: ლიტერატურული მოღვაწეობა 1910 წლიდან დაიწყო. 1917 წლის თებერვალის რევოლუციის შემდეგ რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“, 1920-იან წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. გასაბჭოების შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე. 1927-1928 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონისა“ და იყო ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.