აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ქუჩიშვილი (1886-1947)

საბავშვო მწერალი. 1906 წელს შაპიროგრაფზე იბეჭდება ახალგაზრდათა არალეგალური ჟურნალი „ჩვენი დროშა“. მარალია, ამ ჟურნალის ტირაჟი ორმოც ცალს არ აღემატებოდა, მაგრამ კითხვით მას დიდძალი ახალგაზრდობა კითხულობდა. 1914 წელს ზედიზედ იბეჭდება მისი ორი წიგნი. თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსების გამოქვეყნებისათვის მასზე კიდევ უფრო აძლიერებენ პოლიტიკურ მეთვალყურეობას. 1914 წელს ქუჩიშვილი კვლავ დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მოათავსეს, საიდანაც ამხანაგების დახმარებით ახერხებს გთავისუფლებას. 1946 წელს, 25 ნოემბერს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში აღინიშნა გ. ქუჩიშვილის დაბადების მე-60 წლისთავი. პოეტი ავადმყოფობის გამო არ დასწრებია საღამოს, ლოგინად ჩავარდნილი რადიოთი ისმენდა გულთბილ სიტყვებს და მილოცვებს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.