აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ქურდიანი (1954-2010)

ფილოლოგი (ლიტერატორი, ენათმეცნიერი), მწერალი, მთარგმნელი, პოეტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. 1979-1984 წლებში მუშაობადა გამომცემლობა “მერანის” რუსულ ენაზე გამოცემათა რედაქტორად. 1984 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1984-1986 წწ. უფროსი ლაბორანტი; 1986-1988 წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1995 წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1998 წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრობელი; 1998 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი). მიხეილ ქურდიანი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი (1987), ხოლო 1991 წლიდან საპატიო წევრი; 1987 წლიდან – სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების წევრი, ხოლო 2003 წლიდან საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წევრი (დამფუძნებელი), 1990-1994 საზოგადოების პრეზიდენტი. დაკრძალულია მცხეთაში, სამტავროს მონასტრის ეზოში.