აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ქუთათელი (1898-1982)

მწერალი. 1916-1918 წლებში იგი კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტია. 1918 წელს დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო მშობლიური უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ლიტარატურული მოღვაწეობა ადრე დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოებები 1921 წელს გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. მას შემდეგ რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეტებში სისტემატურად იბეჭდებოდა და ცალკე წიგნებად გამოდიოდა მწერლის თხზულებანი: მისი კომედია „ნაშუაღამევს“ „1928“ წელს დადგა კ. მარჯანიშვილმა. ა. ქუთათელი ნაყოფიერად იღწვოდა როგორც პოეზიაში ასევე პროზაში. ლექსების პირველი წიგნი 1934 წელს გამოიცა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.