აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა რადიანი (შეწირული) (1904-1977)

კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა დაიწყო 1926 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნასა და საქმიანობაში, მუშაობდა „მნათობის“, „პროლეტარული მწერლობის“, „პიონერის“, „დროშის“, „ჩვენი თაობისა“ და სხვა ჟურნალების რედაქციებში. 1929-1932 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1937-1942 წლებში გაზეთ „ლიტარატურული საქართველოს“ რედაქტორი, 1930 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიას, 1942 წლიდან იყო ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1944 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი, 1949-1958 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.