აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თედო სახოკია (1868-1956)

მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი. 1877 წელს მიაბარეს მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1883 წელს განაგრძო სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წლიდან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების გაზეთის „საქართველოს“ თანარედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ დაიწყო. თანამშრომლობდა სხვა ჟურნალ-გაზეთებში, როგორც დროება, სახალხო გაზეთი და სხვები. 1916 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. მისი თარგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. თედო სახოკიამ შეკრიბა და გამოკვეყნა „ქართული ანდაზები” (1967) და „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“ (ტ. I-III, 1950-55). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.