აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი შატბერაშვილი (1910-1965)

მწერალი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სიჭაბუკეშივე ბედი სცადა დრამატურგიაში. 1933 წელს გიორგი შატბერაშვილმა დაწერა ლექსი „წერილი ახალგაზრდობას“, რომელიც პიესა „დუშმანთან“ ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ათაში გადასახლების მიზეზი. იგი გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება. გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი გაემგზავრა კასპის რაიონში. რვა წლის განმავლობაში (1936-1944 წწ) ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.