აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსი ინაური (1908-1993)

გენერალ-პოლკოვნიკი (1967), საბჭოთა კავშირის გმირი. 1931 წელს დაამთავრა წითელ მეთაურთა ჩრდილო კავკასიის მთიელ ეროვნებათა საკავალერიო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის წინ იყო კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში საკავალერიო პოლკის მეთაური. ომის დაწყებისას ინაური სსრკ-ის დასავლეთ საზღვარზე (ქალაქ ლვოვის რაიონში) ჩაება ბრძოლებში, დაინიშნა დივიზიის მეთაურის მოადგილედ. 1942 წლის იანვრიდან - სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე მოქმედი 34-ე დივიზიის მეთაურად. შემდეგში მეთაურობდა I საკავალერიო დივიზიას. ომის დროს მონაწილეობდა მთელ რიგ თავდაცვითსა და შეტევითს ოპერაციებში. 1948 წელს, გენშტაბის აკადემიის დამთავრების შემდეგ, იყო სხვადასხვა შენაერთის მეთაური. 1953-1954 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1954 წლიდან 1986 წლამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.