აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ლომთათიძე (1882-1924)

პოლიტიკოსი, პედაგოგი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. 14 წლამდე, სწავლობდა ბახვის ორკლასიან სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – თბილისის მეორე გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში, რსდმპ მენშევიკების ფრაქციის წევრი. 1912 წელს  გადაასახლეს. 1913 წელს ცხოვრობდა ლაიფციგში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.  საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, ხოლო ალექსანდრე ლომთათიძე – საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ). 1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, 1924 წელს საქართველოში მომხდარი აჯანყების გამო კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ტაშკენტის ციხეში, სადაც გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. ქ. ტაშკენტის ს. ბოტკინის სახელობის ქრისტიანულ სასაფლაოზე.