აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ გარსევანიშვილი (1879-1950)

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტალინური პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. ნიკოლოზ გარსევანიშვილის აღმოჩენები, ფორმულები, თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები, ასევე, პრაქტიკული დასკვნები მსოფლიო ტექნიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი შენძენია და იგი წარმატებით გამოიყენება დღესაც. მეცნიერი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში: მილანში - 1905 წელს, პეტერბურგში – 1908 წელს და ქაიროში – 1926 წელს. 1905 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ბრიუსელში დაფუძნებული საერთაშორისო სანაოსნო კონგრესების ასოციაციის მუდმივი წევრი. ნიკოლოზ გარსევანიშვილი ცდილობდა, კავშირი არ გაეწყვიტა თავის ისტორიულ სამშობლოსთან. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის შტატიან თანამშრომელთა შორის 1921 წელს, როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კურსის ლექტორი, გარსევანიშვილიც ირიცხებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1939 წელს იგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერების აკადემიის წევრ–კორესპონდენტად. ამავე წელს მან კონსულტაცია გაუწია ფოთის გასახსნელ ხიდებს და თავისი დასკვნები გააცნო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო–ტექნიკურ საბჭოს, 1942 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ნიკო მუსხელიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში ბატონი ნიკოლოზი იმედოვნებდა, რომ თბილისში ქართველ კოლეგებთან სამუშაოდ გადმოვიდოდა და ქართულ ენასაც აღიდგენდა, მაგრამ მის ამ ნატვრას ახდენა არ ეწერა.  ომში გამარჯვებას მისი დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა. გარდაიცვალა მოსკოვში 1950 წელს. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე.