აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იულია ფაილოძე (1919-2000)

საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მეზღვაური ქალი, შორეული ნაოსნობის შტურმანი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. იულია ფაილოძე 1919 წელს, ხონის რაიონის სოფელ დიდღვაბუნაში დაიბადა. 7 კლასის დასრულების შემდეგ იულია ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში, ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1945 წელს იულია უდიდეს გემ „ვოიკოვზე“, კაპიტნის მეორე თანაშემწად დაინიშნა. ომის დასრულების შემდეგ უკვე ოდესაში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა ყველაზე მეტად კუთვნილი შვებულების მიღება და რამდენიმე წლის უნახავ ოჯახთან ჩასვლა სურდა. 1948 წელს ხელისუფლების განკარგულებით, ქალებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იულია საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ კაპიტანი ვერ გახდა. „რომ არა ეს ბრძანება და ქალებისთვის მეზღვაურობის აკრძალვა, იულია 3-4 წელიწადში კაპიტანი აუცილებლად გახდებოდა და იქნებოდა არა მარტო შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი შტურმანი ქალი, არამედ პირველი ქართველი ქალი კაპიტანიც“ სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის გამგედ. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.